მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, იტალიის ნაკრები შვეიცარიის ეროვნულ გუნდს ესტუმრა და მატჩი 0:0 დასრულდა. აღნიშნული ფრის შედეგად, სკუადრა აძურამ რეკორდი დაამყარა. საქმე იმაშია, რომ მანჩინის შეგირდებს 36 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ.
იტალიელებმა ბრაზილიის და ესპანეთის ნაკრებების რეკორდი მოხსნეს. სელესაომ ზედიზედ 35 მატჩი 1993-96 წლებში არ წააგო, ფურია როხა კი 2007-09 წლებში იყო დაუმარცხებელი.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფში, იტალიის ნაკრებს 11 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ევროპის ჩემპიონები ჯგუფის მომდევნო შეხვედრას ლიეტუვას წინააღმდეგ ჩაატარებენ.