დღეს ლეო მესისა და ხუან რომან რიკელმეს იუბილეა. უცხოპლანეტელი 35 წლის გახდა, რიკელმე – 44 წლის. ორი მაგარი არგენტინელი.
მესიზე დღეს ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა: რა თანხა გამოიმუშავა პსჟ-მ არგენტინელის გადაყვანით. დაახლოებით 700 მილიონი ევრო არასრულ ერთ წელიწადში (Marca). კლუბმა 10 ახალი სპონსორი იშოვნა და სოცქსელებში გამომწერების რაოდენობა 15 მილიონით გაიზარდა.
პსჟ-მ ისტორიაში პირველად გაყიდა ერთი ფეხბურთელის მილიონზე მეტი მაისური…
11 გოლი, 15 საგოლე პასი – მესის სტატისტიკაა პარიზულ კლუბში.
და რიკელმე? ალბათ სულ სხვა სახელით დარჩებოდა ისტორიაში, ვილიარეალი-არსენალის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლო წუთზე პენალტი რომ არ გაეფუჭებინა… ან 2006-ის გერმანიასთან მსოფლიოს მეოთხედფინალში არგენტინელთა მწვრთნელ ხოსე პეკერმანს რომ არ შეეცვალა.
რიკელმე ბოკა ხუნიორსის ვიცე-პრეზიდენტია. ეს ფოტო კი სამი თვის წინანდელია.