იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა, ხუთშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუნდის არგენტინელ თავდამსხმელთან, პაულო დიბალასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„პაულოსთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე ვლაპარაკობთ და კიდევ ვილაპარაკებთ. ვიმედოვნებ, მალე შევთანხმდებით,“ – უთხრა ჟურნალისტებს ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ აგვისტოს, 27 წლის არგენტინელი იუვენტუსს ვერ მოელაპარაკა. ტურინული კლუბი მას კონტრაქტს 2025 წლამდე სთავაზობდა, წელიწადში 8,5 მილიონიანი (პლუს 1 მილიონი ბონუსები) ანაზღაურებით.
ფეხბურთელს ხელშეკრულების 2026 წლამდე გაგრძელება სურს, წელიწადში 10 მილიონიანი (პლუს 2 მილიონი ბონუსები) ჯამაგირით.