იუვენტუსი, ჩემპიონთა ლიგა, ნარკოტიკები, ციხე… დღეს გაამართლეს

იყო ასეთი თავდამსხმელი მარჩელო ლიპის გაწვრთნილ მაგარ  იუვენტუსში – მიქელე პადოვანო. ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, იტალიის ჩემპიონიც გახდა და ყველაფერიც, რისი მოგებაც შეიძლებოდა საკლუბო დონეზე. როტაციის კაცი – ხან ძირითადში იყო, ხან შეცვლაზე.

2006 წელს პადოვანო ნარკოტრაფიკის ბრალდებით დაიჭირეს. თავიდან 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 3 თვე იჯდა ციხეში და კიდევ 8 წელი შინაპატიმრობაში, სასამართლოს მოლოდინში.

შარშანწინ საკასაციო ინსტანციამ გააუქმა წინა განაჩენები და ახალი სააპელაციო პროცესი დანიშნა.

და დღეს გაამართლეს. გამოძიების თანახმად, პადოვანოს 40 000 ევრო უსესხებია  მეგობრისთვის და არ იცოდა, რომ ის ნარკოტიკებს შეიძენდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *