იუვენტუსს ბარსელონადან მირალემ პიანიჩის დაბრუნება სურს. Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინელებმა ბლაუგრანას ბოსნიელის აარონ რემზიში გაცვლა შესთავაზეს.
ცნობილია, რომ ბიანკონერიში დაბრუნება თავად პიანიჩსაც სურს. იგი ტურინიდან კატალონიაში შარშან ზაფხულში გადაბარგდა, მირალემს საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, რითიც ბუნებრივია უკმაყოფილოა. ლა ლიგის ბოლო გათამაშებაში მან მხოლოდ 19 შეხვედრა ჩაატარა.
რაც შეეხება რემზის, უელსელს იუვეში წლიური ხელფასი 7.5 მილიონი ევრო აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ბარსელონაში ფინანსური პრობლემებია, თანხის გადახდა მარტივი არ იქნება.