იუვენტუსმა კინი დაიბრუნა

მოიზე კინი ტურინის იუვენტუსში დაბრუნდა. ევერტონის ფორვარდი ბიანკონერიში 2 წლიანი იჯარით გამოსყიდვის უფლებით ითამაშებს. 2023 წელს იტალიელებს მისი შეძენა 28 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

კინი იუვენტუსის აღზრდილია და გულშემატკივრებმა სწორედ იუვეში თამაშისას გაიცნეს. 2 წლის წინ იგი ევერტონში გაყიდეს, წინა სეზონი კი ფეხბურთელმა იჯარით პსჟ-ში გაატარა, სადაც 41 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება იუვენტუსს, გუნდმა სერია ა-ს გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და 2012 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი პირველად ვერ გახდა. შეგახსენებთ, რომ იუვე კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა, რომელიც მანჩესტერში დაბრუნდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *