იუვენტუსმა ლიდერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტურინის იუვენტუსმა ჯორჯო კიელინის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, 36 წლის მცველი იუვეში 2023 წლამდე ითამაშებს. კონტრაქტის ფინანსური დეტალები უცნობია.

კიელინი იუვენტუსის ღირსებას 2005 წლიდან იცავს.  იგი დროთა განმავლობაში უმატებდა და მოკლე დროში გუნდის ლიდერად იქცა. წინა სეზონში ჯორჯომ სერია ა-ში 17 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება იუვენტუსს, გუნდი სერია ა-ში მე-4 ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგას კი 1/8 ფინალიდან გამოეთიშა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *