ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, მიუნხენის ბაიერნი კიევის დინამოს ესტუმრება. მოახლოებულ თამაშთან დაკავშირებით, მატჩის წინა პრესკონფერენციაზე იულიან ნაგელსმანმა ისაუბრა.
“პლეი-ოფის საგზური უკვე მოვიპოვეთ და ეს ძალიან კარგია. ახლა ჩვენ იმ პრობლემების აღმოფხვრაზე უნდა ვიმუშავოთ, რომელიც აუგსბურგთან გვქონდა. ცვლილებებს აუცილებლად შევიტანთ. მიუხედავად პრობლემებისა მაინც ძალიან კარგ გუნდად ვრჩებით.”-განაცხადა ბაიერნის მწვრთნელმა.
ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში 12 ქულით პირველ ადგილზეა, უკრაინელები კი 1 ქულით ცხრილის ფსკერზე არიან.