იურგენ კლოპი: თუ კრიტიკა გინდათ, მე გამაკრიტიკეთ

ლივერპულმა პრემიერლიგის 22-ე ტურში ვულვერჰემპტონთან 0:3 წააგო და ზოგადაც ცუდი პერიოდი აქვს. ამ თემაზე მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.

“ჩვენი სიტუაციით ცხადია უკმაყოფილო ვარ. მომავალში რა იქნება, ამას ის განსაზღვრავს თუ ახლა როგორ გავუმკლავდებით ჩვენს პრობლემებს. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ. თუ კრიტიკა გინდათ მე გამაკრიტიკეთ, სხვას ნუ ეძებთ.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს Sku Sport-ი.

ლივერპული პრემიერლიგაში 29 ქულით მე-10 ადგილზეა. გუნდმა ინგლისის ჩემპიონატში ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3-ჯერ დამარცხდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *