იურგენ კლოპმა მსოფლიო ჩემპიონატზე და არგენტინის ნაკრების კაპიტანზე ლეო მესიზე ისაუბრა. გერმანელმა განაცხადა, რომ მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ცხოვრებაში უნახავს.
“ეს დამსახურებული გამარჯვება გახლდათ. რთული თამაში იყო, 80 წუთის შემდეგ კი საუკეთესო ფინალი ვნახე. არგენტინის ნაკრებმა დამსახურებულად მოიგო და ეს ძალიან მიხარია. არგენტინელები ამას დიდი ხანი ელოდნენ.
ლეო მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ცხოვრებაში მინახავს. ის თუ როგორ თამაშობს ფეხბურთს ამ ასაკში, წარმოდგენას გვიჩენს თუ როგორ შეუძლიათ ფეხბურთელებს ასპარეზობა.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს Liverpool Echo.