იურგენ კლოპი: მილანთან მატჩი ორივე გუნდისთვის მძიმე თამაში იქნება

ჩემპიონთა ლიგის პირველ  ტურში, ლივერპული მილანს უმასპინძლებს. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა ისაუბრა.

“რა თქმა უნდა ძალიან კარგად მახსოვს ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალი, თუმცა უფრო უკეთ 2007 წლის ფინალი მახსოვს. თუ თქვენ იმაზე ფიქრობთ, თუ რომელი თამაშის ყურება სჯობს ოთხშაბათს საღამოს, გირჩევთ არჩევანი ჩვენი და მილანის დაპირისპირებაზე გააკეთოთ. ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის მძიმე თამაში იქნება. როსონერი ჩემპიონთა ლიგას რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა იტალიელები საოცარ ფორმაში არიან.”-განაცხადა კლოპმა.

ლივერპული – მილანის დაპირისპირება დღეს 23:00-ზე დაიწყება. B ჯგუფში ამ გუნდების გარდა, პორტუ და მადრიდის ატლეტიკოც არიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *