ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ლივერპული პორტუს ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.
“პორტუ ხშირად იცვლის ფეხბურთელებს, თუმცა მწვრთნელი იგივე რჩება. ის ფაქტი, რომ ამ გუნდთან ბოლო 2 თამაში მოვიგეთ, უპირატესობას არ გვაძლევს. ჩვენ მხოლოდ მოახლოებულ მატჩზე ვფიქრობთ.
რთულ ჯგუფში ვართ და თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. პორტუ ატლეტიკოსთან მოგებას იმსახურებდა და ეს ბევრს ნიშნავს.”-განაცხადა გერმანელმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში პორტუს და ატლეტიკოს გარდა ლივერპული და მილანიც არიან.