ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ლივერპული მილანს ესტუმრება, მატჩამდე პრესკონფერენციაზე სტუმართა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.
“ჩვენ შემადგენლობის როტაცია მოგვიწევს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. საჭიროა საქმეში ახალი ფეხბურთელები ჩაერთონ, რათა მათი სათამაშო განწყობა ამაღლდეს.
წარმატების მიღწევა მხოლოდ ფანტასტიკური შემადგენლობით არის შესაძლებელი. ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ვიცით როლები როგორ გადავანაწილოთ. ჩვენი ფეხბურთი უფრო დახვეწილია, ვიდრე უწინ. გუნდში კარგი განწყობაა, ბიჭებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.”-განაცხადა კლოპმა პრესკონფერენციაზე.
ლივერპული 15 ქულით ცხრილის სათავეშია და პირველი ადგილი გარანტირებული აქვს, მილანი კი 4 ქულით მესამე პოზიციაზეა და მეორე ადგილოსან პორტუს ქულით ჩამორჩება.