“იუტას” და “ინდიანას” კალათბურთელებმა ერთმანეთში იჩხუბეს

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “იუტამ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ინდიანას”. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე “პეისერზი’ 10 ქულიანი სხვაობით  ამარცხებდა მეტოქეს, რა დროსაც მოედანზე ხელჩართული ჩხუბი ატყდა.

მაილზ თერნერმა დააბლოკშოტა სამწამიან ზონაში შემოსული რუდი გობერი, რითაც ფრანგი ცენტრი უკმაყოფილო დარჩა, თვლიდა რომ მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა. რუდიმ ჯერ მსაჯებს მიაგინა, ხოლო შემდეგ დიდი გაწევ გამოწევა დაიწყო მას და მაილსს შორის. შექმნილ კონფლიქტში აქტიური მონაწილეობა მიიღეს დონოვან მიტჩელმა და ჯო ინგლესმაც, რის გამოც ოთხივე კალათბურთელი გაძევებული იქნა მატჩიდან(გობერი, თერნერი, მიტჩელი, ინგლესი).

3 ლიდერის გარეშე დარჩენილმა “იუტამ” 100:111 დათმო შეხვედრა და მოგება/წაგების ბალანსი 8-4-ზე გაუხდა. “ინდიანამ” კი მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩი მოიგო (8 წაგება), შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი მალკომ ბროგდონი დასახელდა, რომელსაც 30 ქულა და 9 მოხსნა ქონდა.

6 წუთი დაყო პარკეტზე გოგა ბითაძემ და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 2 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო. სამწუხაროდ ქართველმა ცენტრმა მცირე დროში 4 პერსონალური მიიღო და დიდი ხნით გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *