“იუტა”-ს ვილ ჰარდი გაწვრთნის

BOSTON, MA - JUNE 09: Will Hardy of the Boston Celtics speaks during 2022 NBA Finals Practice and Media Availability on June 9, 2022 at the TD Garden in Boston, Massachusetts. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2022 NBAE (Photo by Nathaniel S. Butler/NBAE via Getty Images)

უახლოეს პერიოდში, “ბოსტონ სელტიქსის” სამწვრთნელო შტაბის წევრი ვილ ჰარდი “იუტა ჯაზის” მთავარი მწვრთნელი გახდება.

ESPN-ის ინსაიდერის – ედრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და 5 წლიან კონტრაქტს მოაწერენ ხელს.

null

“იუტას” ხელმძღვანელობა ბოლო მომენტამდე განიხილავდა “ბოსტონის” სამწვრთნელო შტაბის კიდევ ერთი წევრის – ჯო მაზულოს კანდიდატურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ასევე კანდიდატთა შორის იყვნენ ‘ტორონტო რაპტორზის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ედრიან გრიფინი და “იუტა” ჯაზის” ასისტენტ-მწვრთნელი ალექსა იენსენი.

დღესდღეისობით, 34 წლის ჰარდი ლიგის ერთერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მწვრთნელად მიიჩნევა. ვილმა “სან ანტონიოს” საკალათბურთო სისტემაში 10 წელზე მეტი გაატარა, გრეგ პოპოვიჩის “სკოლის” შემდეგ ახალგაზრდა სპეციალისტი სამუშაოდ იმე უდოკას ასისტენტად გადავიდა “ბოსტონში”, “სელტიქსმა” კი პირველივე წელს სუპერ ფინალში ითამაშა.

null

შეგახსენებთ, რომ 2021-22 წლების სეზონში “იუტას” მთავარი მწვრთნელი ქვინ სნეიდერი გახლდათ, რომელმაც თავისი ინიციატივით დატოვა დაკავებული თანამდებოდა და გადაწყიტა რომ 1 წელი დაისვენოს.

“ჯაზმენებმა” NBA-ს რეგულარული სეზონი 49 მოგებით და 33 წაგებით დაასრულეს, დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე გავიდნენ და პლეიოფის საგზური მოიპოვეს, თუმცა იქ პირველივე რაუნდში გამოვარდნენ, წააგეს რა სერია “დალასთან” 2:4.

Leave a comment

Your email address will not be published.