მანჩეტსერ სიტის ვარსკვლავი, რიად კარიმ მაჰრეზი, ახლახან დამთავრებულ აფრიკის ერთა თასის გათამაშებას ნაადრევად დაემშვიდობა. მისი ალჟირის ნაკრები, რომელიც სხვათა შორის, წინა ჩემპიონია, ჯგუფიდანაც ვერ გავიდა.
თუმცა, რიადი დროს უქმად არ კარგავს და შეყვარებულ მოდელთან, ტეილორ უორდთან ერთად მალდივის კუნძულებზე ნებივრობს.
ტეილორმა ინსტაგრამში ერთი სასიხარულო ამბავიც გაამხილა, ის მაჰრეზისგან ფეხმძიმედაა და სიხარულისგან გრძნობებს ვეღარ იკავებს.
ტეილორმა დაწეერა: „იქ, სადაც სიცოცხლე იწყება, სიყვარული არასოდეს მთავრდება!“