იყიდება კომანი

დიდი შანსია კინგლსი კომანმა ზაფხულში ბაიერნი დატოვოს. ფრანგი შემტევი ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონს ითხოვს, Bild-ის ინფორმაციით კი რეკორდმაისტერები ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებენ. მეტიც, ისინი მზად არიან ფეხბურთელი 90 მილიონ ევროდ გაასხვისონ.

კომანი ბაიერნში 2015 წლის ზაფხულში იუვენტუსიდან გადავიდა და გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, სადაც ფინალში გადამწყვეტი გოლი შეაგდო.

რაც შეეხება თავად ბაიერნს, გუნდმა გასულ სეზონში ბუნდესლიგა ზედიზედ მეცხრედ მოიგო და ჩემპიონთა ლიგას 1/4 ფინალიდან გამოეთიშა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *