კავაზაშვილი: ტედესკო? ერთი უღიმღამო მწვრთნელია…

წარმოშობით ქართველმა, საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა დომენიკო ტედესკოს ბელგიის ნაკრებში დანიშვნა შეაფასა

“დანიშნეს – დავაცადოთ. შედეგების მიხედვით შევაფასებთ. რადგან ჩვენთან ცოტა რამ გააკეთა, მასზე კარგს ვერ ვიტყვი.

როცა ვინმე კარგად იმუშავებს, ამის თქმა არ მომერიდება. ის ჩვეულებრივი, უღიმღამო მწვრთნელია. ბელგიის ნაკრების მწვრთნელად რომ დაინიშნა, მე კი არა, უცხოელი სპეციალისტებიც გაკვირვებულნი დარჩნენ,” -თქვა კავაზაშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *