კავაი ლეონარდის სეზონის საუკეთესო “სლემ დანქი” და კლიპერისის მორიგი გამარჯვება

კავაი ლეონარდმა და პოლ ჯორჯმა 31-31 ქულა ჩაუგდეს „იუტას“, რისი წყალობითაც „კლიპერსმა“ მორიგი შეხვედრა – 118:104 მოუგო “ჯაზს” და საპლეიოფო სერიაში ანგარიში გაათანაბრა 2:2.

შეხვედრის სტარტი ლოს ანჯელესურ გრანდს უკეთესი გამოუვიდა – მარკუს მორისმა, პოლ ჯორჯმა და კავაი ლეონარდმა მეტოქე პერიმეტრიდან „დაბომბეს“, 12-დან 6 სამქულიანი ჩაუგდეს და საკუთარ გუნდს სოლიდური უპირატესობა მოუტანეს 30:13.

მაიკლ კონლის გარეშე დარჩენილი „ჯაზში“ დაცვითი ფუნქციები აბსოლიტურად მოშლილი იყო, გუნდს შეტევაშიც ბევრი არაფერი გამოსდიოდა – საწყის 12 წუთში „იუტას“ მხოლოდ 13 ქულა და 7 დაკარგვა ქონდა.

მეორე მეოთხედში, მარკუს მორისის ზუსტი საჯარიმო სროლების შემდეგ მასპინძელთა ჰანდიკაპმა +29 შეადგინა – 51:22.

მატჩის საუკეთესო მომენტიც მალევე გათამაშდა – კავაი ლეონარდმა პერიმეტრზე მიიღო ბურთი, ადვილად ჩამოიცილა რაის ონილი, სამწამიან ზონაში შევარდა და ბურთი თავზე გადაატენა დერიკ ფეივორსს. წლის საუკეთესო სლემ დანქიც შედგა.

ისედაც შოკში მყოფი „იუტა“ ამ მომენტის შემდეგ საერთოდ დაიკარგა. მეოთხე მეოთხედის ბოლოს ისინი ანგარიშში უკვე 105:85-ს ჩამორჩებოდნენ მასპინძლებს. „ჯაზმენებმა“ 17:7 გაქცევა მოაწყვეს, თუმცა ამან შეხვედრაში ინტრიგა ვეღარ დააბრუნა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *