კავაი ლეონარდმა შესაძლოა ნბა-ს მომდევნო სეზონი გამოტოვოს

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელმა სტივ ბალმერმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია თარიღი, თუ როდის გამოჯანმრთელდება კავაი ლეონარდი.

„ამ ეტაპზე არავინ არ იცის, ითამაშებს თუ არა კავაი ნბა-ს მოახლოვებულ 2021-22 წლების სეზონში. რათქმაუნდა შანსები არის, თუმცა შეიძლება მთელი სეზონის გამოტოვება მოუწიოს. ყველაფერი დამოკიდებულია თავად კავაის და ექიმების გადაწყვეტილებაზე“ – ციტირებს ბალმერის სიტყვებს USA Today.

null

გასულ სეზონში, პლეიოფის მიმდინარეობისას, ლეონარდმა მყესები გაიწყვიტა და ივლისში მარცხენა მუხლზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში , კავაი ლეონარდმა „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ ახალ, 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მისი ხელფასი კი ჯამში 176.3 მილიონი დოლარი იქნება.

ლეონარდს შეეძლო „კლიპერსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა, 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გამხდარიყო და სხვა გუნდებისგან დალოდებოდა შემოთავაზებებს 235 მილიონ დოლარზე, თუმცა კავაიმ ამაზე უარი თქვა და 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნბა-ს 2021-22 წლების სეზონში კავაიმ 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა – 24.8 ქულა, 6.5 მოხსნა და 5.2 შედეგიანი გადაცემა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *