კავანი VS VAR-ი – ურუგვაელმა ემოციები ვერ შეიკავა (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, ურუგვაის ნაკრებმა განის ეროვნული გუნდი 2:0 დაამარცხა, თუმცა 2 ბურთიანი სხვაობით მოგება არ ეყო და ჯგუფში ჩარჩა.

შეხვედრის შემდეგ, როცა ფეხბურთელები მოედანს ტოვებდნენ, ედინსონ კავანიმ VAR-ის კამერას ხელი ჰკრა და წააქცია. ურუგვაელი მატჩის ბოლოს საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა ვიდეორეფერი არ გამოიყენა და არც პენალტი დაინიშნა. კავანი სავარაუდოდ სწორედ ამის გამო იყო გაბრაზებული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *