კაირი ირვინგის ბედი დღეს გადაწყდება

დღეს ბრუკლინში დიდი კრება დაინიშნა. „ნეთსში“ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება – დატოვონ თუ არა კაირი ირვინგი გუნდის შემადგენლობაში.

ქალაქ ნიუ-იორკის წესდების მიხედვით, ადგილობრივი კლუბების ყველა კალათბურთელს გაკეთებული უნდა ქონდეს კოვიდ ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტსმენს ქალაქში თამაშის უფლება არ აქვს. ირვინგი კი დღემდე უარობს ვაქცინაციის ჩატარებას და რისკავს, რომ მინიმუმ სეზონის ნახევარი გამოტოვოს („ბრუკლინის“ საშინაო მატჩები).

დღეს გასამართ კრებას დაესწრება კლუბის მფლობელი ჯოზეფ ცაი, გენერალური მენეჯერი შონ მარქსი, კევინ დურანტი და ჯეიმს ჰარდენი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *