კაირი ირვინგი “ბრუკლინის” საშინაო მატჩებშიც ითამაშებს

უახლოეს პერიოდში ნიუ-იორკის მერია აპირებს შეცვალოს წესი, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინაციის გაკეთებას ავალდებულებდა.

ქალაქის ადმინისტრაციას დაგეგმილი აქვს გააუქმოს მანდატი, რომლის მიხედვითაც კორონავირუსზე აუცრელ ადამიანებს გარკვეული შეზღუდვები ქონდათ.

ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასიხარულოა “ბრუკლინის” გამთამაშებელ კაირი ირვინგისთვის, რომელიც უარს ამბობს აცრაზე და სწორედ ამ მიზეზით, მიმდინარე სეზონში “ნეთსის” არცერთ საშინაო მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

null

“კაირი მაქსიმალურად კონცენტრირებული გახდათ. იგი ბოლომდე იხარჯებოდა ყველა ვარჯიშზე. ასევე მუდმივად აქტიურობდა, როდესაც გვქონდა ანალიტიკური განხილვები მოწინააღმდეგე გუნდების ტაქტიკაზე.

ირვინგი ძალიან ბედნიერია, რომ ნიუ-იორკში იცვლება ეს კანონი და დიდი სიამოვნებით ითამაშებს “ნეთსის” საშინაო მატჩებს Barclays Center-ში” – განაცხადა “ბრუკლინის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ ნეშმა.

Leave a comment

Your email address will not be published.