კაირი ირვინგი “დალას მავერიქსში” გადავიდა

“ბრუკლინ ნეთსის” ვარსკვლავური გამთამაშებელი – კაირი ირვინგი “დალას მავერიქსში” ითამაშებს – ინფორმაციას ავრცელებს The Athletic-ის ინსაიდერი შემს ჩარანია.

ნიუ-იორკული კლუბი კაირი ირვინგის სანაცვლოდ მიიღებს სპენსერ დინვიდის (29 წლის, 196 სმ), დორიან ფინი-სმიტს (29 წლის, 201 სმ), 2029 წლის პირველი რაუნდის დაუცველ პიკს და დრაფტის მეორე რაუნდის 2 არჩევანს (2027 და 2029 წლები).

“ნეთსმა” კაირის “ხურდაში” ასევე გააყოლა მარკიფ მორისი, რომელიც ტეხასურ კლუბს წესით უნდა გამოადგეს.

null

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ირვინგმა მოულოდნელად ტრეიდი მოითხოვა გუნდისგან. “ნეთსის” ხელმძღვანელობისთვის ეს დიდ სურპრიზად იქცა,თუმცა ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნენ – 9 თებერვლამდე გუნდის ლიდერი სადმე უნდა გაეცვალათ.

კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, ირვინგს ძალიან დიდი სურვილი ქონდა “ლეიკერსში” გადასვლის და ლებრონთან კიდევ ერთი ტანდემის შექმნის, თუმცა “ბრუკლინის” მფლობელის – ჯოზეფ ცაის გადაწყვეტილებით, ჯინაზე, კაირი არ გაუშვეს კალიფორნიულ გუნდში.

ირვინგისთვის მოინახა “დალასი”, სადაც გუნდის ლიდერი ასევე უკანახაზელი ლუკა დონჩიჩია. საინტერესო იქნება დონჩიჩი-ირვინგის წყვილი როგორ “გაიყოფს ბურთს”.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *