„ბრუკლინ ნეთსის“ გამთამაშებელი კაირი ირვინგი უარს ამბობს კორონავირუსის ვაქცინაციაზე და ცდილობს აიყოლიოს სხვა კალათბურთელებიც, რათა მათაც უარი თქვან ვაქცინა „მოდერნას“ გაკეთებაზე – ინფორმაციას ავრცელებს პოპულარული გამოცემა Rolling Stone.
ირვინგი ნბა-ს კალათბურთელთა პროფკავშირებეის ვიცეპრეზიდენტის პოსტ იკავებს და როგორც ცნობილი გახდა, იგი სპორტსმენთა საერთო ჩათში ამტკიცებს, რომ ა.შ.შ-ს მთავრობს სურს „დაჩიპოს“ შავკანიანი მოსახლეობა, რათა ისინი უფრო მარტივად სამართავები გახდნენ, ასევე „სატანის გეგმას“ ეძახის ვაქცინაციას.
შეგახსენებთ, რომ ნბა-ს რამდენიმე კლუბს სერიოზული პრობლემა აქვს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რადგან ამჟამად 50-60 კალათბურთელს ჯერკიდევ არ გაუვლია სრული ვაქცინირება ნბა-ს მოახლოვებული სეზონის წინ.
ყველაზე გახმაურებული ფაქტები კი „ბრუკლინის“ გამთამაშებელ კაირი ირვინგს და „გოლდენ სტეიტის“ ფორვარდ ენდრიუ ვიგინს უკავშირდება. ორივე მათგანი უარს იძახის ვაქცინის გაკეთებაზე ამით რისკავენ, რომ საკუთარი გუნდის ვერცერთ საშინაო მატჩში ვერ მიიღონ მონაწილეობა, რადგან ნიუ-იორკში და სან-ფრანცისკოში არსებული წესდების მიხედვით ნბა-ს საკლათბურთო მატჩზე დასწრების უფლება არ აქვს არცერთ არავაქცინირებულ ადამიანს.