კაირი ირვინგმა გაცვლა მოითხოვა

“ბრუკლინის” ვარსკვლავურმა გამთამაშებელმა – კაირი ირვინგმა კლუბის ხელმძღვანელებს მოულოდნელად სხვა გუნდში გაცვლა მოსთხოვა – ინფორმაციას ავრცელებს The Athletic-ის ინსაიდერი შემს ჩარანია.

კალათბურთელის აგენტისგან კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო შეტყობინება, რომ კაირის 9 თებერვლამდე სურს სხვა გუნდში გადასვლა, თუ ეს არ მოხდება, მაშინ ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს და კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის სტარტზე ირვინგმა ერთხელ უკვე მოითხოვა გაცვლა, თუმცა შემდეგ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და კლუბთან 1 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი.

null

გამთამაშებლის მოქმედი კონტრაქტი 2022/23 წლების სეზონის ბოლოს იწურება, კალათბურთელი კი ხელფასის სახით 36,9 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, კლუბმა რამდენიმე კვირის წინ შესთავაზა კონტრაქტის გახანგრძლივება კაირის, თუმცა უარი მიიღო.

გაცნობებთ, რომ ირვინგმა (30 წლის, 188 სმ) მიმდინარე სეზონში  40 მატჩი ჩაატარა და მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება: 27,1 ქულა, 5.1 მოხსნა და 5,3 შედეგიანი გადაცემა საშუალოდ მატჩში.

ამ მომენტისთვის კაირის საკუთარ გუნდში გადაყვანა “ლეიკერსს”, “ფინიქსს” და “დალასს” სურთ. კანდიდატთა შორის შეიძლება განიხილებოდეს “კლიპერსი”, რომელიც აქტიურად ცდილობს რომელიმე გუნდში გაცვალაოს ჯონ ვოლი.

null

ირვინგს არ დაუმალავს, რომ მისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი “ლეიკერსში” გადასვლა იქნება, სადაც ლებრონ ჯეიმსი ელოდება. შეგახსენებთ, რომ ლებრონი და კაირი თანაგუნდელები “კლივლენდში” იყვნენ. 2016 წელს კავალიერზმა ამ დუეტის დახმარებით ჩემპიონობა მოიგო.

null

ტრეიდის განხორციელების კარგი შანსი აქვს დალასსაც, რადგან მათი გენერალური მენეჯერი ნიკო ჰარისონი ახლო ურთიერთობაშია კაირისთან. ასევე კარგად იცნობენ ერთმანეთს “მავერიქსის” მთავარი მწვრთნელი – ჯეისონ კიდი და ირვინგი.

მას შემდეგ, რაც “ფინიქს სანზს” ახალი მფლობელი ყავს, გუნდის ხელმძღვანელობამ გული აიცრუა ვეტერან გამთამაშებელ კრის პოლზე. არიზონული გუნდი ყველანაირად ეცდება თავიდან მოიშოროს CP3 და მის ნაცვლად ახალგაზრდა გამთამაშებელი მოიყვანოს გუნდში.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *