კაკაბაძემ პოლონეთში გაიტანა (ვიდეო)

პოლონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში კრაკოვიამ, რომლის ღირსებასაც ოთარ კაკაბაძე იცავს, სტალ მილეცეს უმასპინძლაა და მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. სასიხარულოა, რომ ერთი გოლი სწორედ კაკაბაძემ გაიტანა, რომელმაც სადებიუტი ბურთი შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ კაკაბაძე პოლონურ გუნდში წელს ზაფხულში გადავიდა. იგი ჯერ ძირითადის მოთამაშედ არ ითვლება და იმედი დავიტოვოთ, რომ სიტუაცია გამოსწორდება. კაკაბაძის ანგარიშზე ამ სეზონში მხოლოდ 3 თამაშია.

რაც შეეხება კრაკოვიას, გუნდი 13 ქულით მე-10 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას პოზნან ვარტას წინააღმდეგ გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *