ოთარ კაკაბაძემ პოლონეთში მორიგი გოლი გაიტანა. კრაკოვია, რომლის ღირსებასაც ქართველი მცველი იცავს, სლასკს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი სწორედ ოთარმა გაიტანა. კაკაბაძის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 9 თამაში და 3 გოლია.
გოლი 2:34-დან.
კრაკოვია ექსტრაკლასაში 26 ქულით მე-9 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას პოზნანის ლეხთან ჩაატარებს.