კალაშნიკოვას წარმატებული სტარტი Australian Open-ზე

მელბურნში სტარტი აიღო საჩოგბურთო სეზონის პირველმა დიდი სლემის ტურნირმა – ავსტრალიის ღია პირველობამ.

ქალთა წყვილთა თანრიგში პირველი რაუნდის შეხვედრა ჩაატარა ოქსანა კალაშნიკოვამ.

კალაშნიკოვა/პარქსის დუეტმა 6:3 5:7 6:2 დაამარცხა პაოლინი/ტრევიზიანის იტალიური ტანდემი და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

null

შეხვედრის სტარტი იტალიელებს იდეალური გამოუვიდათ – პირველივე გეიმში მოიპოვეს ბრეიკი და ანგარიშში დაწინაურდნენ. ქართულ/ამერიკულმა დუეტმა მალევე შეასრულა უკუბრეიკი, სეტის ბოლოსკენ კი კიდევ ერთელ შეძლო მეტოქის ჩაწოდების მოგება. კალაშნიკოვა/პარქსის ტანდემმა პირველი სეტი 6:3 მოიგო.

მეორე სეტის მიმდინარეობისას წყვილებმა ბრეიკები გაცვალეს, გადამწყვეტი კი მე-12 გეიმი გამოდგა, როდესაც იტალიელებმა მეორე მცდელობით შეძლეს ბრეიკის შესრულება და სეტებს შორის ანგარიშიც გაათანაბრეს 1-1 (3:6 7:5).

მესამე, გადამწყვეტ პარტიაში კალაშნიკოვა/პარქსის ტანდემი დომინირებდა – ქართულ/ამერიკულმა ტანდემმა ჯერ პირველ გეიმში შეასრულა ბრეიკი, მერვე გეიმში კი კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და მასთან ერთად მატჩიც 6:3 5:7 6:2.

null

მატჩი 2 საათს და 4 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში კალაშნიკოვა/პარქსის დუეტს 30 ვინერსი და 5 ბრეიკი ქონდა. თავისმხრივ იტალიელებმა 1 ეისი, 19 ვინერსი და 3 ბრეიკი “გაახერხეს”.

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში კალაშნიკოვა/პარქსის დუეტი ფურლის/შარმა – ლიუ/სანტამარიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *