კალერ ვოოლაიდი: დინამო შემტევ ფეხბურთს თამაშობს და რთული მატჩი გველოდება

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისი ესტონურ პაიდეს შეხვდება. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე სტუმართა მწვრთნელმა კალერ ვოოლაიდიმ და კაპიტანმა ანდრე ფროლოვმა ისაუბრეს.

კალერ ვოოლაიდი: “დინამოს ბოლოს რთული თამაში ჰქონდა, თბილისელები დინამო ბათუმს შეხვდნენ და დამარცხდნენ. რაღაც სისუსტეები დავინახეთ, თუმცა ვიცით, რომ დინამოს ძლიერი მხარეებიც აქვს. მასპინძლები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და რთული შეხვედრა გველოდება.

მართალია პაიდე არც ისე დიდი ისტორიის გუნდია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გამოცდილება გვაკლია. ასეთ დონეზე მარტივი შეხვედრები არ არის, ჯერჯერობით მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვკონცენტრირდებით.

აქ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგშიც ვიყავი. საქართველოს ნაკრები კარგ ფორმაში იყო, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა. იმ დროიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა. გუნდში ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეები გვყავს, მე მჯერა მათი მონდომების და თავდაჯერების.

ქართულ ფეხბურთზე ძალიან კარგი აზრის ვარ, ქართველებს ნიჭიერი ტექნიკური ფეხბურთელები გყავთ. რაც შეეხება დინამოს, ხანდახან გუნდს არ აქვს იმის საშუალება, რომ მუდამ საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავდეს. მაგალითად კვარაცხელია, რომელზეც მცირე სირთულეები შეიქმნა და დინამო ბათუმში ითამაშა. რასაკვირველია ვერ ვიტყვი დინამო ახლა უფრო ძლიერია თუ წინა მწვრთნელის ყოფნისას. შევეცდებით რამენაირად დაგამარცხოთ.

სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა აღარ არსებობს. მთავარი მიზანი ხვალინდელ თამაშში მოგებაა, თუმცა შეიძლება სხვა შედეგითაც კმაყოფილი ვიყოთ. ახალგაზრდული გუნდის მიუხედავად, ვცდილობთ ესტონეთის წამყვან გუნდებსაც მოვუგოთ. პატივისცემის მიუხედავად, ძალიან შევეცდებით, რომ დინამო დავამარცხოთ. მთავარი ხვალინდელი თამაშია, დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ.” – განაცხადა პაიდეს მწვრთნელმა.

ანდრე ფროლოვი: დინამო ტექნიკური გუნდია და კარგად თამაშობს. მზად ვართ ხვალინდელ თამაშში მაქსიმუმი გავაკეთოთ. როგორც ითქვა, ადვილი შეხვედრა არ იქნება, თუმცა ბრძოლისთვის მზად ვართ.” – განაცხადა ესტონელთა კაპიტანმა.

Leave a comment

Your email address will not be published.