კამათი გასახდელთან: “აზარის ტრავმა შენი ბრალია!”

ბელგიელმა მარჯვენაფლანგელმა ტომას მუნიემ მოჰყვა, როგორი საუბარი ჰქონდა რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან. შარშანწინდელი ამბავი, როცა მუნიე პსჟ-ში თამაშობდა, ხოლო ედენ აზარი რეალში იყო. ორი ბელგიელის შეჯახება…

 

მუნიე ესპანურ Marca-ს: „მატჩის შემდეგ გასახდელთან, კორიდორში ვიდექი, სადაც პერესმა გამოიარა. ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი: „სასიამოვნოა თქვენი გაცნობა“. პერესმა კი მითხრა: „სასიამოვნოა? გააზრებული გაქვთ, რომ აზარს ტრავმა მიაყენეთ? და ამის შემდეგ მეუბნებით, რომ გაცნობა სასიამოვნოა?“. გავბრაზდი და რეალის პრეზიდენტს კითხვა შევუბრუნე: „მე დავამტვრიე? ის თვითონ დაეცა ცუდად და მაინც ჩემი ბრალია?“. მან მიპასუხა: „დიახ, დიახ, სწორედ თქვენი ბრალია“. ჯერ გამიკვირდა, რომ პერესმა ფრანგული ენა იცოდა. არ ვიცოდი, რაღა მეთქვა, ის ხომ რეალის პრეზიდენტი იყო. მე ფეხებში ვარდნა ვცადე, ედენს კი არ გაუმართლა. თუ რომელიმე ფეხბურთელი არსებობს, რომლის ტრავმაც ძალიან მეწყინება, პირველი აზარია“.

 

სხვათა შორის, მუნიეს მაშინ რეალის ფანებმა აგინეს სოციალურ ქსელში. პრესა თავიდან ვარაუდობდა, რომ მუნიესა და ედენ აზარს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ეს ტყუილი გამოდგა – საამისო საბაბი ფეხბურთელებს არ მიუციათ.

 

აზარს შემდეგ კუნთის ტრავმები დაეწყო და ახლაც, როგორც იცით, ვერ არის ბოლომდე მზად. ევროპის ჩემპიონატში ნაკრების სიაშია, თუმცა როდის ითამაშებს, ჯერ უცნობია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *