კამარუ უსმანმა კოლბი კოვინგტონი ისევ დაამარცხა [VIDEO]

UFC 268-ის მთავარი ბრძოლა, ქვესაშუალო წონის გამორჩეული დაპირისპირებით დასრულდა. კამარუ უსმანისა და კოლბი კოვინგტონის რიგით მეორე ორთაბრძოლა, კვლავ კამარუ უსმანის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ორთაბრძოლა ერთმანეთს ჰგავდა – მიუეხადავად იმისა, რომ სტილისტიკურად ორივე მათგანი მოჭიდავეა, მათ ეს ბრძოლაც სრულად დგომში ჩაატარეს. პირველი ორთაბრძოლა მეხუთე რაუნდის ბოლო წუთზე, კამარუს ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა, ამჯერად კი მებრძოლებმა 5-ვე რაუნდი იბრძოლეს, გამარჯვებული კი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამოვლინდა. კამარუმ ბრძოლის შუა მონაკვეთში კოლბი ორჯერ დაანოკდაუნა, თუმცა ამერიკელმა მაინც აღიდგინა ძალები, ბრძოლაში დაბრუნდა და საჩემპიონო რაუნდებში უსმანს დიდი წინააღმდეგობაც გაუწია. ამ ბრძოლაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ უსმანისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე სწორედ კოლბი კოვინგტონია, თუმცა ქამრის წასართმევად არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. უსმანმა ჩემპიონის ტიტული უკვე მეხუთედ დაიცვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *