“კამერებთან არ მინდა თქმა, მაგრამ ვარჯიშზე გცემ ხოლმე” – გურამი ხამზატს გაეხუმრა [VIDEO]

MMA-ს ამომავალი ვარსკლავი, ხამზატ ჩიმაევი და UFC-ს ქართველი მსუბუქ წონოსანი, გურამ ქუთათელაძე ძალიან ახლო მეგობრები არიან. ისინი შვედეთში, All Star-ის დარბაზში წლებია ერთად ვარჯიშობენ. მის მეგობრობაზე ერთსაც და მეორესაც ხშირად უსაუბრია, მეტიც – ჩიმაევი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში მისი დამარცხება არავის შეუძლია, გარდა გურამისა.

ჩიმაევის ახალ იუთუბ ვლოგში, ქართველი მებრძოლიც გამოჩნდა და მეგობრებს შორის სახალისო დიალოგიც შედგა:

გურამი: მალე დიდი, ქართული ულვაში გამეზრდება.
ხამზატი: გგონია ეგ ულვაში დაგეხმარება ბრძოლის დროს?
ხამზატი: ნახე, ულვაშის გარეშე 10-0-ზე მაქვს და 10-ვე ფინიშით.
გურამ: ეგ კი ძმაო, მაგრამ შენ არავინ დაგიმარცხებია ვისაც 17:0-ზე ჰქონდა (გურამმა UFC-ს დებიუტში, გამროტს პირველი მარცხი აგემა, რომელსაც 17-0-ზე ჰქონდა)
ხამზატი: ეგ მოგება მსაჯების გადაწყვეტილებით იყო. მე ვამარცხებ ხალხს ვისაც აქვს 8-0-ზე, 20-ზე, 100-0-ზე.
გურამი: მაჩვენე
ხამზატი: ბევრი მათგანი მოდის დარბაზში და მათ ვანოკაუტებ.
გურამი: ვარჯიში, ვარჯიშია
ხამზატი: ამას აზრი არ აქვს, ოქტაგონის შიგნით, გარეთ…
გურამი: კამერებთან არ მინდა თქმა, მაგრამ ვარჯიშზე მეც გცემ ხოლმე
ხამზატი: შეხედე ჩემს თვალებს, შეხედე ჩემს სახეს, ყველაფერს დაინახავ… შენ კი მოდელის სახე გაქვს

*გურამის მონაკვეთი იწყება 8:20-დან.

Leave a comment

Your email address will not be published.