კანადამ დევისის თასი პირველად მოიგო

ესპანეთის ქალაქ მალაგაში დასრულდა დევისის თასი პლეიოფი. ფინალური შეხვედრაშ კანადის ნაკრებმა 2:0 დაამარცხა ავსტრალია და პირველად მოიგო დევისის თასი.

null

პირველები კორტზე დენის შაპოვალოვი და ტანასი კოკინაკისი გამოვიდნენ. კანადელმა ჩოგბურთელმა შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და 2 სეტში 6:2 6:4 სძლია.

მეორე მატჩში ერთმანეთს ფელიქს ოჟე ალიასიმი და ალექს დე მინორი დაუპირისპირდნენ. ოჟემ საკუთარი მაღალი კლასის გამოყენებით 6:3 6:4 მოუგო ალექსს და საკუთარ ქვეყანას ნაადრევი გამარჯვება მოუტანა.

კანადის საჩემპიონო გზა საინტერესო გამოდგა – გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 0:4 წააგო და საერთოდ არ უნდა ყოფილიყო პლეიოფის სტადიაზე, თუმცა რუსეთის დისკვალიფიკაციის გამო, მაინც მოხვდა ფინალურ ეტაპზე და შემდეგ მათი შეჩერება ვერავინ შეძლო.

1/4 ფინალში კანადამ 2:1 მოუგო გერმანიას, ხოლო 1/2 ფინალში იტალია დაამარცხა ანალოგიური ანგარიშით. ორივე შემთხვევაში კანადელებმა გადამწყვეტი გამარჯვება წყვილთა თანრიგის მატჩებში მოიპოვეს.

null

ოჟე ალიასიმი გახდა მეორე მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც 2022 წლის სეზონში 60 გამარჯვება მოიპოვა (სტეფანოს ციციპასი 2021).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *