კანადელი თინეიჯერი US OPEN-ის ნახევარფინალში

2021 წლის US OPEN-ის მთავარი სენსაცია ლეილა ფერნანდესი აგრძელებს წარმატებულ სვლას დიდი სლემის ტურნირზე. 1/4 ფინალურ ეტაპზე კანადელმა თინეიჯერმა 6:3 3:6 7:6 სძლია ელინა სვიტოლინას და კარიერაში პირველად გავიდა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში.

null

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა სეტის მეორე ნახევრიდან სიტუაცია შეიცვალა – მე-6 გეიმში ლეილამ ბრეიკი შეასრულა და შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩუნა ეს უპირატესობა პარტიის ბოლომდე 6:3.

უკრაინელი ჩოგბურთელი დროულად გამოფხიზლდა და მეორე სეტი ბრწყინვალედ დაიწყო – 6 გეიმიდან 5 მოიგო და სოლიდური სხვაობით გავიდა წინ 5:1.კანადელმა თინეიჯერმა გაიბრძოლა და ერთი უკუბრეიკის შესრულებით შეამცირა მეტოქესთან ჩამორჩენა, თუმცა სეტი საბოლოოდ მაინც წააგო 3:6.

null

მესამე, გადამწყვეტი პარტია უაღრესად დრამატული და საინტერესო გამოდგა – ფერნანდესმა მალევე შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და ჯერ 3:1 დაწინაურდა, შემდეგ 4:2.

5:3-ზე კანადელმა მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა, თუმცა ზედმეტად ინერვიულა და მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების საშუალება მისცა.

მატჩის ბედი მესამე სეტის ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესი ლეილა იყო, რომელმაც 7:5 იმარჯვა საჩოგბურთო ლატარეაში და 1/2 ფინალის საგზურიც მოიპოვა.

US OPEN-ის ნახევარფინალში ფერნანდესის მეტოქე ბელორუსი არინა საბალენკა იქნება, რომელმაც თავისმხრივ 1/4 ფინალურ ეტაპზე 6:1 6:4 გაანადგურა როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონი ბარბორა კრეიჩიკოვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *