კანავაროთი პრემიერლიგიდან დაინტერესდნენ – პირველად ევროპაში?

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა ფაბიო კანავარომ შესაძლოა ევერტონი ჩაიბაროს. ინფორმაცია Football Italia-მ გაავრცელა.

მას შემდეგ, რაც გუნდი რაფაელ ბენიტესმა დატოვა, კანფეტებს დროებით დანკან ფერგიუსონი ხელმძღვანელობს და ევერტონი მწვრთნელის ძიებაშია. კანავარო სწორედ ერთერთ ვარიანტად განიხილება. აქვე გეტყვით, რომ ევერტონის ჩაბარების კიდევ ერთი კანდიდატი ფრენკ ლამპარდია.

აღსანიშნავია, რომ თუ კანავარო ევერტონს ჩაიბარებს, ეს პირველი ევროპული გუნდი იქნება, სადაც ფაბიო მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. კანავარომ სამწვრთნელო კარიერა ალ  აჰლიში (არაბეთი) დაიწყო, შემდეგ იყო გუანჯოუ ევერგრანდი (ჩინეთი), ალ ნასრი (საუდის არაბეთი) ტიანქინ ტიანჰანი (ჩინეთი) და ამჟამად ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

რაც შეეხება ევერტონს, გუნდი პრემიერლიგაში 19 ქულით მე-16 ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას ასტონ ვილასთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *