კანელომ და პლანტმა პირისპირ დგომის დროს იჩხუბეს [VIDEO]

თანამედროვე კრივის უდიდესი ვარსკვლავი, სუპერ საშუალო წონის ჩემპიონი, კანელო ალვარეზი შემდეგ ბრძოლაში კალებ პლანტს უპირისპირდება. ბრძოლა 6 ნოემბერსაა ჩანიშნული, ხოლო პირისპირ დგომები დღეს გაიმართა. დგომი თავიდან ინტენსიური მზერით დაიწყო, შემდეგ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ბოლოს კი მოკრივეები ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პლანტის რეპლიკის შემდეგ, მექსიკელმა მას ხელი კრა, რაზეც კალებმა გაშლილი ხელით სცადა პასუხის გაცემა. კანელომ აიცილა და საპასუხოდ ძლიერი დარტყმები უთავაზა ამერიკელს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *