კანისარესი კუმანზე: ყველაზე ცუდი მწვრთნელი, ვინც კი მყოლია…

ვალენსიას ყველა დროის საუკეთესო მეკარემ სანტიაგო კანისარესმა რონალდ კუმანი გააკრიტიკა: ასეთი ცუდი მწვრთნელი გუნდში არ მყოლიაო…

კუმანი 2007/2008 წლების სეზონში იყო ვალენსიაში და ვილია-სილვა-მორიენტესი-მატა- ხოაკინის გუნდი კინაღამ გავარდა ლა ლიგიდან. სამი ტურით ადრე მოხსნეს, როცა ბოლოდან მესამე ადგილზე იყო. სამაგიეროდ, მეორე უცნაურობა: კუმანის ვალენსიამ იმ სეზონში ესპანეთის თასი მოიგო.

„კუმანს ფეხბურთელებისთვის ტაქტიკური ინსტრუმენტების გადაცემა არ შეეძლო. ფიზმომზადების კუთხითაც არ გვქონდა კარგი ვარჯიშები. ის ყველაზე ცუდი მწვრთნელი იყო 10 წლის განმავლობაში, რაც ვალენსიაში გავატარე.

…კუმანმა არ იცოდა, როგორ უნდა ემართა გუნდი გასახდელში და როგორ მიეღო სწორი გადაწყვეტილებები. მან მე, ალბელდა და ანგულო გაგვიშვა გუნდიდან. 25 ფეხბურთელი იყო ვალენსიაში და 22 დარჩა. მისმა რადიკალურმა გადაწყვეტილებამ შედეგი ვერ მოიტანა. პირიქით.

…ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ პირადად მე მომექცა ცუდად. არა, ფაბიო კაპელოც არ მენდობოდა რეალში, მაგრამ ის კარგი მწვრთნელი გახლდათ“ (Voetbalzone)

საინტერესოა, რამდენ ხანს აცდიან კუმანს ბარსელონაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *