კანი გაბრაზდა

ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ კანმა, ბუნდესლიგის სატურნირო ვითარებაზე  აზრი გაუზიარა ჟურნალიტებს. მას მიაჩნია, რომ მიუნხენური კლუბი  ბევრ ქულას კარგავს.

„ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ ბუნდესლიგაში. დაუშვებელია. ასეთი რამ ჩვენთან არ უნდა ხდებოდეს. ფეხბურთელებმა უნდა აჩვენონ, რა გუნდია მიუნხენის ბაიერნი.

მორიგი მატჩი ბერლინის იუნიონთან 26 თებერვალს გველის და ეს შესანიშნავი საშუალებაა ყველას დავუმტკიცოთ როგორ შეგვიძლია თამაში და მოგება“, – ციტირებს კანის სიტყვებს Bild.

ბაიერნი 43 ქულით ბუნდესლიგის ცხრილში პირველ ადგილზეა. თუმცა უშუალო მდევრებმა – დორტმუნდის ბორუსიამ და იუნიონმაც ამდენივე ქულა მოაგროვეს.

Oliver Kahn gibt zu: Habe öffentliche Rolle als Boss unterschätzt | WEB.DE

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *