სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, ბრატისლავას სლოვანმა, რომლის ღირსებასაც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია იცავენ, სენიკას უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. სასიხარულოა, რომ ერთი გოლი კანკავას ანგარიშზეა. გამოცდილმა ფეხბურთელმა სლოვანის რიგებში 29-ე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა.
კანკავაც და კაშიაც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და თავიდან ბოლომდე ითამაშეს. გეცოდინებათ, რომ სლოვანის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია.
სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონატში 49 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს.