გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ბრატისლავას სლოვანი – სპარტაკ ტრანავას მატჩის დაწყებამდე, მათ შიდა მაუსირზე უკრაინელთა მხარდამჭერი წარწერებით ფოტო გადაიღეს და სოციალურ ქსელში განათავსეს.
“უკრაინა საქართველო შენს გვერდით არის” წერია კანკავას მაისურზე, “გამაგრდი უკრაინა” დაიწერა კაშიამ.
რაც შეეხება სლოვანისა და სპარტაკის შეხვედრას, ორივე ქართველმა 90-90 წუთი ითამაშა და მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. ბრატისლავას სლოვანი, რომელსაც ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობს, 53 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ ტრნავას სპარტაკს 8 ქულით უსწრებს.