ნგოლო კანტეზე მოთხოვნა გაიზარდა. The Thelegraph-ის ინფორმაციით, მისით პსჟ არის დაინტერესებული. მეტიც, პოჩეტინოს გუნდისთვის იგი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
პსჟ-ს კანტეს გადაბირება შარშან ზაფხულშიც სურდა, თუმცა ჩელსისგან უარი მიიღო. შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ფრანგი საყრდენით მადრიდის რეალიც არის დაინტერესებული.
კანტე ჩელსიში 2016 წლის ზაფხულში გადავიდა და ლონდონელებთან ერთად პრემიერლიგა, ევროპა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. მიმდინარე სეზონში კანტემ 25 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება პსჟ-ს, გუნდი ლიგა 1-ს 59 ქულით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში კი რეალს 1:0 მოუგო. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 9 მარტს მადრიდში გაიმართება.