კანტე ახალ გუნდს ეძებს

ნგოლო კანტეს ჩელსის დატოვება სურს. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ახალი სეზონის ახალ გუნდში დაწყებას გეგმავს. ამ თემაზე ინფორმაცია ნიკოლა სკირამ გაავრცელა. ისიც აღსანიშნავია, რომ კანტეს აგენტები ფეხბურთელისთვის ახალ კლუბს უკვე ეძებენ.

კანტე ჩელსიში 2016 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ფეხბურთელმა არისტოკრატთა რიგებში ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა მოიგო. ამ სეზონში კანტემ ჩელსის რიგებში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, რადგან იგი ხშირად ტრავმიანობს. ამ მხრივ ნგოლოსთვის არც წინა სეზონი იყო წარმატებული, რადგან კოვიდის და საზარდულის კუნთების ხშირი ტრავმის გამო, ბევრი გაუცდა. სწორედ ამ მიზეზების გამო უნდა ფეხბურთელს ახალ კლუბში გადაბარგება.

რაც შეეხება ჩელსის, ლონდონელები პრემიერლიგაში 24 ქულით მე-8 ადგილზე არიან და უახლოეს მატჩს ნოტინგემთან გამართავენ. ბრიტანული გრანდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დორტმუნდს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *