კანტონა: სად არის სული?

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ ერიკ კანტონამ თქვა, რომ ეს კლუბი ახლა ისეთი მიმზიდველი აღარაა, როგორც სერ ალექს ფერგიუსონის პერიოდში. კანტონა ფერგისდროინდელი მანჩესტერის შვიდიანი იყო, ახლა კი 56 წლისაა…

„ფერგიუსონის დროს მანჩესტერს თუ ვინმეს შეძენა სურდა, ის ფეხბურთელი მზად იყო. რატომ? იმიტომ, რომ გუნდი ინგლისში ყველაფერს იგებდა და ევროპაშიც წარმატებული იყო. მანჩესტერი მთავარ კლუბად ითვლებოდა და ნებისმიერ ფეხბურთელს მოიყვანდა, თუნდაც ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილიყო.

…ახლა სხვანაირადაა. საუკეთესოებს საუკეთესო კლუბებში სურთ თამაში. მაშინ ჭკვიანური ტაქტიკა და გათვლაა საჭირო, როგორც ეს ლივერპულმა გააკეთა. მათ სალაჰი და მანე იყიდეს, როცა ისინი ჯერ ვარსკვლავები არ იყვნენ. ლივერპულმა ამით მოიგო, შიდა ატმოსფეროთი და გუნდის შენებით. მშვენიერი მაგალითია.”

კანტონამ ასევე საინტერესო რამ თქვა: ახლა ინგლისში რომ ვცხოვრობდე, რომელიმე ქვედა ლიგის გუნდს ვუქომაგებდიო… რატომ?

„იქაა ძველი საფეხბურთო ატმოსფერო. მე კი ბებერი ვარ. იქაური სული მიყვარს. მიკვირს, რატომ გადადის ზოგიერთი ინგლისური კლუბი დიდ სტადიონზე. მაგალითად, არსენალი ჰაიბერის სტადიონიდან რომ გადავიდა, თავისი მიმზიდველობა და სული დაკარგა. ჩემთვის და ბევრისთვისაც ისინი ჰაიბერისთან ასოცირდებოდნენ.

…მანჩესტერ იუნაიტედის ჩემპიონობა? მინდა, მაგრამ რთული იქნება, რადგან ბევრი კონკურენტია. ესპანეთში რეალი და ბარსელონა არიან, 95 პროცენტით ისინი ხდებიან ჩემპიონები. ინგლისში სხვაა. აი, ლივერპულს 30 წელი დასჭირდა“. (Daily Mail)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *