კანჩელსკისი: გავიმეორებ, რუსეთმა მუნდიალზე თამაშები იყიდა

GC9B8H ANDREI KANCHELSKIS JOYOUS

მანჩესტერ იუნაიტედი, ევერტონი, გლაზგო რეინჯერსი, ფიორენტინა… ამ კლუბებში თამაშობდა რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი კანჩელსკისი და გამოირჩევა სკანდალური გამონათქვამებით.

53 წლის კანჩელსკისმა პირდაპირ თქვა, 2018 წლის მუნდიალზე რუსეთის ნაკრებმა თამაშები იყიდა და მეოთხედფინალში ასე გავიდაო. მერვედფინალში ესპანეთთთან თამაშის შედეგი  თამაშამდე გარკვეული იყოო.

ამის გამო კანჩელსკისი საცობში გაატარეს: როგორ, ესპანეთი თუ ვიყიდეთ, ხორვატიასთან ვერ მოვახერხეთო?

თუმცა კანჩელსკისმა დღეს გაიმეორა, უფრო თამამადაც კი.

„მხოლოდ ესპანეთზე კი არა, მთელ ჩემპიონატზე ვთქვი. ვფიქრობ, ამ თემის აფიშირება აღარაა საჭირო, რადგან ჩემზე თქვეს, დააპატიმრესო. ბევრი იდიოტი გვყავს ავადმყოფული ფანტაზიებით. ყველამ კარგად იცის, რომ სიმართლე ვთქვი, მაგრამ არ უნდათ ლაპარაკი და პოპულიზმით არიან დაკავებულები. საფეხბურთო ხალხსმა ყველაფერი იცის“. (sports.ru)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *