კაპიტანმა ფეხი მოიტეხა

ნიუკასლის ახალწვეულმა, კირან ტრიპიერმა, კვირას, პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში, ასტონ ვილას წინააღმდეგ (1:0), ერთადერთი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში კი მხოლოიდ სამ წუთი ითამაშა. ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

ტრიპიერმა როიალ ვიქტორიას ჰოსპიტალში რენტგენი გადაიღო. შედეგად სტადიონზე ყავარჯნებითა და დამცავი ფეხსაცმლით დაბრუნდა. 31 წლის მოთამაშეს მარცხენა ფეხი აქვს მოტეხილი და ოპერაციას ამ კვირაში გაუკეთებენ.

 

Newcastle fans will be devastated they will be without star-man Trippier

ტოტენჰემისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი, ნიუკასლს ახლახან შეუერთდა მადრიდის ატლეტიკოდან  12,5 მილიონ გირვანქად. სულ ოთხი მატჩის ჩატარება მოასწრო და  ოთხივეში გამორჩეული ფიგურა იყო. ამიტომ კაჭკაჭებს ის ძალიან დააკლდებათ.

ასტონ ვილასთან მას კაპიტნის სამკლავურიც ეკეთა ავად გამხდარი ჯამალ ლესელესის მაგიერ.

ისე კარგი ფეხი ჰქონია კირანს. მისი მისვლის შემდეგ, აუტსაიდერებში მყოფმა ნიუკასლმა ზედიზედ სამი თამაში  მოიგო, რაც 2018 წლის შემდეგ აღარ მომხდარა.

Leave a comment

Your email address will not be published.