კაპიტნები ვაისმა “სლოვანში” წაიყვანა

ვლადიმირ ვაისმა ბრატისლავის “სლოვანში” ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ვიცე კაპიტანი წაიყვანა, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში გააგრძელებენ.

ფეხბურთელებმა ახალ კლუბთან 1+1 კონტრაქტი გააფორმეს, საწვრთნელ შეკრებას მალე შეუერთდებიან და ახალი კლუბის მაისურით პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიური “შემროკის” წინააღმდეგ გამართავენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *