კარგიც და ნაკლიც… რას წერს AS მამარდაშვილზე?

გრანადა-ვალენსია 1:1… გიორგი მამარდაშვილმა პირველი გოლი გაუშვა ლა ლიგაში. პერსონალურად მასზე გადაბრალება ამ გოლის დროს არასწორია, დაცვა შეცდა და ლუის სუარესი პირისპირ დარჩა კარლოს ბაკას მაგარი პასით. გიორგიმ მეორე ტაიმში ერთ მომენტში კარგი რეაქცია გამოავლინა და მეორე გოლს გადაარჩინა ვალენსია.

აი, რას წერს მამარდაშვილზე ცნობილი ესპანური AS-ი, რომელმაც ყველა ფეხბურთელი შეაფასა.

„სადებიუტო მატჩთან შედარებით დამაჯერებლობა აკლდა. შესაძლოა, ეს იმიტომ, რომ მე-15 წუთზე გოლი გაუშვა. იმ გოლის დროს ბევრი რამის გაკეთება არ შეეძლო. გამოსვლებზე ყოყმანობდა, ხოლო კარში დარტმებზე კარგი იყო და გასვებულ გოლს გადაარჩინა გუნდი. პირველი დარტყმა კარგად ვერ დაბლოკა, მაგრამ მალევე დროულად მოახერხა რეაგირება“.

ვალენსიას მომდევნო მატჩი ერთ კვირაში აქვს, შინ ალავესთან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *