ლა ლიგის 23-ე ტურში ვალენსიამ სოსიედადს უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ღამურების ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა.
მამარდაშვილს 2-ჯერ მოუწია გუნდის გადარჩენა. გამოსარჩევია პირველ ტაიმში გაკეთებული სეივი, რომელიც მარტივი ნამდვილად არ ყოფილა და გიორგიმ სოსიედადს არ გაატანინა. სათქმელია, რომ მამარდაშვილმა ვალენსიაში ბოლოს 22 სექტემბერს სევილიასთან ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში შარშან ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან ესპანელთა რიგებში 7 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაუშვა.
ვალენსია ლა ლიგაში 30 ქულით მე-11 ადგილზეა და შემდეგ ტურში ალავესს ესტუმრება.