კარგი სინთეზია – შოთას პირველი კომენტარი ჰალში

ჰალ სიტიმ ოფიციალურად გამოაცხადა: შოთა არველაძე გუნდის მთავარი მწვრთნელია. შეგახსენებთ, ჰალი ინგლისის ჩემპიონშიფშია, 24 გუნდს შორის მე-19 ადგილზე. ლიგიდან სამი გუნდი ვარდება და წლევანდელი მიზანი გასაგებია…

შოთას პირველი კომენტარი ახალ გუნდში:

“ყველას მადლობა, ვინც მენდო და თავის გამოჩენის შანსი მომცა. ჩემი აზრით, ინგლისში მუშაობა ყველას სურს და უბრალოდ ვიტყვი: ძალიან ბედნიერი ვარ. და ჩემი ოჯახიც ამაყია. დიდი მოტივაციაა, ჰალს ჰყავს კრეატიული ახალგაზრდები და გამოცდილი ფეხბურთელებიც, რაც კარგი სინთეზი უნდა გამოდგეს.

…სანახაობრივი ფეხბურთი მიყვარს, როცა გულშემატკივარს სიამოვნებს ყურება და სტადიონზე მოსვლის სურვილი უფრო მეტად უჩნდება. ფანებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და განწყობა ავამაღლოთ. ასე ერთი გუნდით და ერთად დგომით გავიმარჯვებთ“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *